მთავარ შინაარსზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე გადასვლა
ლევან ჯანაშია | Colliers | თბილისი

ლევან ჯანაშია

მმართველი პარტნიორი

მეტის ნახვა

About

Professional Summary

ლევან ჯანაშია არის იურიდიული ფირმა კოლიერს ლეგალის (Colliers Legal) მმართველი პარტნიორი. 2004 წლიდან ლევან ჯანაშია არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2004-2005 წლებში ლევან ჯანაშია იყო საერთაშორისო იურიდიული ფორმა „გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები“-ს უფროსი იურისტი, 2005-2008 წლებში - იურიდიული ფირმა „გაბისონია და პარტნიორები“-ს პარტნიორი, ხოლო 2008-2009 წლებში - იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი“-ის (J & T Consulting) დირექტორი და მმართველი პარტნიორი. 2011-2018 წლებში ლევან ჯანაშია იყო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ეროვნული ცენტრის (NCADR) აკადემიური დირექტორი, ხოლო 2015-2021 წლებში - იურიდიული ფირმა ეფ ელ ეს -ის (FLS Full Legal Service )   მმართველი პარტნიორი. ლევანი სერტიფიცირებული მედიატორია როგორც სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ, ასევე სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის ფრენკ ევანსის სახელობის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის მიერ. ასევე მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სფეროში.

2018 წლიდან დღემდე ლევან ჯანაშია არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. 2009 წლიდან დღემდე ლევანი ასევე არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ (TAI) თავმჯდომარე და ევროპის ბიზნეს ასოციაციის მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის (EBA MAC) ფინანსური დირექტორი.

Accomplishments

პრატიკული და საადვოკატო საქმიანობის პარალელურად, ლევანი 2004 წლიდან აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. 2004 წლიდან ის კითხულობდა ლექციებს სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვან ფაკულტეტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლაში, აღმოსავლეთძ ევროპის უნივერსიტეტში. ლევანი ასევე უძღვებოდა არაერთ პრაქტიკულ კურსს ადვოკატებისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მოსამზადებელ კურსებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი იურისტებისთვის.

ლევანი  არაერთი სამეცნიერო სტატიის და სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორია (USAID/JILEP).

Education

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |  სამართალმცოდნების  მიმართულება

How can I help you?

* Აუცილებელი ველი