მთავარ შინაარსზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე გადასვლა
ლაშა ცერცვაძე | Colliers | თბილისი

ლაშა ცერცვაძე

მმართველი პარტნიორი

მეტის ნახვა

About

Professional Summary

ლაშა ცერცვაძე იურიდიული ფირმა კოლიერს ლეგალის (Colliers Legal) მმართველი პარტნიორია, კოლიერს ლეგალში მმართველი პარტნირის პოზიციის დაკავებამდე  2015 -2021 წლებში იგი იურიდიული ფირმა ეფ ელ ეს -ის (FLS Full Legal Service )   - ის მმართველი პარტნიორი იყო, სადაც მისი ხელმღვანელობის და ზედამხეველობის ქვეშ იყო 100-ზე მეტი სასამართლო დავა საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოსა თუ არბიტრაჟში. ლაშა 2020 წლიდან არის  საქართელოს სავაჭრო სამრეწველო პალატის იურიდიული კომიტეტის წევრი.  2007 წლიდან არის საქართელის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.  2006 -2011 წლებში ლაშა ცერცვაძე იკავებდა უფროსი  იურისტის და იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციას სს სილქ როუდ ბანკში, ხოლო 2012-2015 წლებში იყო პრობლემური აქტივების მართვის დეპარტაენტის უფროსი და ხელმძღვანელობდა სასამართლო და სააღსრულეო მხარდაჭერის, პრობლემური ატივების მართვის და ბანკის მიერ დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის განყოფილებებს. საერთო ჯამში, ლაშას დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტის მიერ მართული აქტივების ღირებულება 50 000 000 ლარზე მეტს შეადგენდა.

Accomplishments

პრატიკული და საადვოკატო საქმიანობის პარალელურად, ლაშა არის  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი. ლაშა კითხულობს ლექციებს საკოროპორაციო სამართალში, შედარებით საკორპორაციო სამართალსა და კორპორაციულ მართვაში, ასევე საბანკო სამართალსა და მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალში.

ლაშა  აგრეთვე არის  გერმანიის თანამშრომლობის ფონდის (GIZ) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობა საქართველოში (USAID, East West Management Institute, PROLoG ) მხარდაჭერით განხორციელებული საკორპორაციო სამართლის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის თანავატორი და ტრენერი.  2022 წლიდან, არის მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონის სარედაქციო ჯგუფის წევრი.

2011 წელს გახდა გერმანელი ბიზნესმენის, იოაჰიმ ჰერცის,  სახელობის ფონდის, სტიპენდიანტი  და მიიღო სრული დაფინანსება 22000 ევროს ოდენობით, ბუცერიუსის სამართლის სკოლაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისათვის. ხოლო  2014 წელს მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის (გერმანია), ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი სტიპენდიის ფარგლებში წარმატებით მუშაობდა დისერტაციაზე.

ლაშა არის არაერთი სამეცნიერო სტატიის და დირექტორთა ვალდებულებების შესახებ მონოგრაფიის ავტორი, ასევე საკოპორაციო სამართლის სახელმძღვანელოს (GIZ) და  სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი.(USAID/JILEP).

Education

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | სამართლის დოქტორი, დისერტაცია საკორპორაციო სამართალში | 2015

ბუცერიუსის სამართლის სკოლა | სამართლის და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი  

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | ბაკალავრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით

How can I help you?

* Აუცილებელი ველი