მთავარ შინაარსზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე გადასვლა
ეთუნა მუნჯიშვილი | Colliers | თბილისი

ეთუნა მუნჯიშვილი

Call now
მეტის ნახვა

About

Professional Summary

როგორც დეველოპმენტ ედვაიზორის სპეციალისტს, მაქვს 4 წელზე მეტი გამოცდილება უძრავი ქონების დეველოპენტის და 8 წელზე მეტი  მენეჯმენტ კონსალტინგის მიმართულებით საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

 საქართველოში ფართომასშტაბიანი და შერეული გამოყენების განვითარების კონცეფციის პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს.  მჭიდროდ ვთანამშრომლობ ურბანისტებთან, გეოგრაფებთან, ქალაქ-მგეგმარებლებთან, საერთაშორისო კონსულტანტებთან და საერთო ჯამში 1.5 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობის განვითარების კონცეფცია გვაქვს შექმნილი.

ჩემი კომპეტენციები მოიცავს კონცეფციის შემუშავებას, ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს  სივრცითი/ურბანული პროექტებისთვის. კოლიერსში კვლევისა და DATA-ს გუნდთან ერთად კი  აქტიურად ვარ ჩართული უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებისა და პროგნოზების ანალიზში და ამ მიმართულებით, როგორც კომპანიის წარმომადგენელი  პროგნოზებს ვაშუქებ მედიასთან. 

Accomplishments

როგორც დეველოპლენტ ედვაიზორის ხელმძღვანელს, კოლიერსის გუნდთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მასშტაბით სხვადასხვა ქონების დეველოპმენტის 40მდე პროექტი  მაქვს შესრულებული. პროექტები მოიცავს  მიზანშეწონილობის ანალიზსს და საუკეთესო გამოყენების კვლევებს, ეკონომიკური სტრატეგიების შექმნასა და პროგნოზებს, დიზაინის მიმოხილვას. ძირითადად ორიენტირებული ვარ ისეთი ურბანული განვითარების პროექტების დამუშავებაზე, რომლებიც ქალაქებს/ტერიტორიებს/მუნიციპალიტეტებს პოლიცენტრულ და ტურისტულ მიმართულებად გარდაქმნას უზრუნველყოფს. გამორჩეულ პროექტებს შორისაა ქუთაისის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, მცხეთისა და თბილისის ერთ-ერთი პოლიცენტრის სივრცითი და გენერალური ეკონომიკური შესაძლებლობების განსაზღვრა.

სანამ კოლიერსის გუნდს შევუერთდებოდი, ვხელმძღვანელობდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს, სადაც პასუხისმგებელი ვიყავი სამინისტროს და მისი იურიდიული ერთეულების სტრატეგიული განვითარების ხედვის შემუშავებაზე. მათ შორის იყო „აწარმოე საქართველოში“, ბუნებრივი რესურსების მართვის სააგენტო, სახელმწიფო ქონების სააგენტო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი და ა.შ.

ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი ასევე საკონსულტაციო კომპანია Synergy group-ში, სადაც ვხელმძღვანელობდი კლიენტების კომპანიების სტრატეგიული განვითარების ხედვის შემუშავებაზე.

Education

King’s College London | 2015-2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 2006-2010

How can I help you?

* Აუცილებელი ველი