მთავარ შინაარსზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე გადასვლა

წვდომის დებულება


Colliers-ი ყველანაირად ცდილობს უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ციფრულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა collier.com-სა და Corporate.colyers.com-ზე. ჩვენ უწყვეტად ვაუმჯობესებთ საიტის მნახველთა მომსახურების ხარისხს ყველასათვის და ვიყენებთ სათანადო წვდომის სტანდარტებს.

 

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

დაგვიკავშირდით მისამართზე: Accessibility.Concerns@Colliers.com, თუ გაქვთ რაიმე შეფასების გამოხმაურება წვდომის შესახებ ან შეკითხები.

 

Colliers-ი მიისწრაფვის თქვენს წვდომის მოთხოვნაზე პასუხი 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაგცეთ და პრობლემის გადაწყვეტა 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემოგთავაზოთ.

თუ ჩვენი პასუხით ვერ დაკმაყოფილდებით, შეგიძლიათ თქვენი მოთხოვნის შესახებ ზემდგომებს მიმართოთ.

 

ჩვენი ძალისხმევა წვდომის ხელშეწყობაზე

ამ ვებსაიტზე წვდომის უზრუნველსაყოფად, Colliers-ი იღებს შემდეგ ზომებს:

 

  • ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა დავამყარეთ წვდომის სანდო ექსპერტებთან – კომპანია Deque Systems Inc-თან colliers.com-ის აუდიტისა და აღდგენითი სამუშაოების დამტკიცებისთვის წვდომის მოქმედი სახელმძღვანელოს შესაბამისად.
  • ჩვენ დავნიშნეთ წვდომის ოფიცერი.
  • ჩვენი პერსონალისთვის უზრუნველვყოფთ წვდომის მუდმივ ტრენინგებს.
  • ჩვენ ვსახავთ მკაფიო წვდომის მიზნებსა და პასუხისმგებლობებს.
  • ჩვენ ვიყენებთ წვდომის დიზაინისამებრ მიდგომას ნებისმიერი ახალი დაპროექტებისა და განვითარებისთვის.
  • და, ჩვენ ვიყენებთ წვდომის ხარისხის უზრუნველყოფის ოფიციალურ მეთოდებს.

შესატყვისობის სტატუსი

Web Content Accessibility Guidelines (WCAG) განსაზღვრავს მოთხოვნებს დამპროექტებლებსა და დეველოპერებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წვდომის გასაუმჯობესებლად. იგი განსაზღვრავს შესატყვისობის სამ დონეს: დონე A, დონე AA და დონე AAA.

 

Coliers-ის გლობალური ვებსაიტი ნაწილობრივ თავსებადია WCAG 2.1-ის AA დონესთან. ნაწილობრივი თავსებადობა ნიშნავს, რომ შინაარსის გარკვეული ნაწილი სრულად არ შეესატყვისება წვდომის სტანდარტს. იხილეთ ამ ვებსაიტის აღიარებული შეზღუდვები ქვემოთ.

 

წვდომის თვისებების შეჯამება

  • ალტერნატიული ტექსტი დაკავშირებულია გამოსახულებებთან და სხვა არატექსტურ ელემენტებთან.
  • ყველა გვერდი უზრუნველყოფილია სანავიგაციო საშუალებებით. გამოტოვების სანავიგაციო ბმულები ჩართული იქნა ხელშესაწყობად სანავიგაციო კლავიატურის საშუალებით, გვერდზე მყოფ ბმულთა ჯგუფების თავიდან ასაცილებლად და უშუალოდ მთავარ შინაარსზე გადასასვლელად.
  • სათაურის ატრიბუტი გამოყენებული იქნა იმისათვის, რომ ბმულის ტექსტი გამხდარიყო უფრო მეტყველი ან აღენიშნა, გახსნიდა თუ არა ბმული ბრაუზერის ახალ ფანჯარას.
  • სათაურებისა და სიების მისათითებლად სტრუქტურული მონიშვნა განპირობებული იქნა გვერდის აღქმის გასაიოლებლად.
  • ფორმები დაკავშირებულია იარლიყებთან და ფორმების შევსების ინსტრუქციები ხელმისაწვდომია ეკრანის წამკითხველ მომხმარებელთათვის.
  • ფერები განზრახ შექმნილია ადეკვატური კონტრასტის უზრუნველსაყოფად.

თავსებადობა ბრაუზერებთან და დამხმარე ტექნოლოგიასთან

ეს ვებსაიტი შექმნილია, რომ თავსებადი იყოს ყველაზე გამოყენებად ვებ-ბრაუზერებთან (მათი ამჟამინდელი ვერსიები მინუს ორი), როგორიცაა: Chrome, Safari, Firefox, Edge და Opera.

 

2016 წლის 12 იანვრის მდგომარეობით, Microsoft-მა შეუწყვიტა მხარდაჭერა Internet Explorer IE 11-ის ძველი ბრაუზერებისათვის და ამჟამად IE 11 ამ ბრაუზერის ბოლო ვერსიას წარმოადგენს. ამიტომაც, მაქსიმალურად ვემხრობით მხოლოდ Internet Explorer 11-ს, მისი წლოვანებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

ზემოთ აღნიშნული ბრაუზერების უფრო ძველი ვერსიები ჩვენს ვებსაიტს მაინც გახსნიან, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ არაერთგვაროვანი შედეგები, ვინაიდან მათ შესაძლოა სხვაგვარად განმარტონ HTML, CSS და JavaScript.

 

ტექნიკური მახასიათებლები

ვებ-ბრაუზერის განსაკუთრებულ კომბინაციასთან და თქვენს კომპიუტერში დამონტაჟებულ დამხმარე ტექნოლოგიებთან ან პროგრამულ გაფართოებებთან მუშაობისთვის ამ ვებსაიტის ხელმისაწვდომობა ემყარება შემდეგ ტექნოლოგიებს: HTML, WAI-ARIA, CSS, JavaScript.

 

ეს ტექნოლოგიები მოიხმარება მოქმედი წვდომის სტანდარტებთან შესატყვისობისათვის.

 

ამ ვებსაიტის აღიარებული შეზღუდვები

ამ ვებსაიტზე წვდომის უზრუნველყოფისთვის ჩვენი უამრავი ძალისხმევის მიუხედავად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ შეზღუდვებს. ქვემოთ მოცემულია აღიარებული შეზღუდვების აღწერა.

 

მესამე მხარის გარკვეული შინაარსი, როგორიცაა YouTube-ის ვიდეოები, Vimeo-ის ვიდეოები და Google Maps შესაძლოა სრულად არ იყოს მისაწვდომი. მაგ., ამ შინაარსზე ზოგიერთი ქმედება შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ კლავიატურის მეშვეობით. მესამე მხარის შინაარსს შეუძლია მნახველის სრულყოფილი მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მაგრამ Colliers-ს არ გააჩნია კონტროლი ამ შინაარსის ფუნქციონალურ ელემენტებზე.

 

Colliers-ის ვებსაიტის შინაარსის რედაქტორები გაწვრთნილნი არიან რაც შეიძლება მეტი წვდომის ფუნქციის დამატებაზე მესამე მხარის შინაარსზე, მაგ., ტიტრები ან ტრანსკრიფცია, მაგრამ მათ არ აქვთ კონტროლი ფუნქციონალურ ელემენტებზე, როგორიცაა ღილაკები ან გადასასრიალებლები.

 

Internet Explorer 11 ვერ უმკლავდება ეფექტურად ფერების კონტრასტს, ასე რომ შესაძლოა პრობლემები აღმოაჩინოთ, თუ ბრაუზერის ამ ვერსიას გამოიყენებთ.

 

წვდომის გარკვეული ფუნქციები საჭიროებს თანდათანობით ჩართვას ან ისინი სხვა ფუნქციებზეა დამოკიდებული, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ colliers.com-ის ზოგიერთი შინაარსი ჯერ არაა ხელმისაწვდომი. მაგ., თუ შინაარსის მართვის სისტემას ესაჭიროება განახლება, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს წვდომის ახალი პრობლემები, რომლებთანაც გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ამ განახლების შემდეგ.

 

ჩვენი წვდომის დიზაინისამებრ მიდგომით ვცდილობთ გავუმკლავდეთ დროის განმავლობაში გამოჩენილ ნებისმიერ ახალ პრობლემებს. მაგრამ, თუ colliers.com-ის ვიზიტის დროს ტექნიკური პრობლემა შეგექმნათ, დაგვიკავშირდით.

 

შეფასების მიდგომა

Colliers-მა შეაფასა ამ ვებსაიტზე წვდომა გარე აუდიტისა და აღდგენის შემდგომი დამტკიცებით Deque Systems, Inc-ის საშუალებით.

 

Colliers-ი ასევე ჩართულია ოფიციალური და უწყვეტი ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ამ ვებსაიტის დაპროექტებისა და განვითარების შესრულების მეშვეობით.

 

ამ წვდომის დებულების ოფიციალური დამტკიცება

არსებული წვდომის დებულება დამტკიცებულია Colliers-ის ვიცე-პრეზიდენტის, იურიდიული მრჩევლისა და კორპორაციული მდივნის მიერ.

 

ბოლო განახლება: 2021 წლის მარტი