ჩვენი გუნდი შედგება საბროკერო, უძრავი ქონების მართვის, შეფასებისა და პროექტის მართვის გუნდებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ყველა პროფესიული სერვისი არ არის საჭირო თქვენთვის, მივიჩნევთ, რომ ეს მიდგომა ნებისმიერ საფეხურზე საუკეთესო გამოცდილებას შეგძენთ. ჩვენთვის კლიენტები Colliers-ის პარტნიორები არიან. ყოველ ახალ დავალებას კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ვუდგებით, უძრავ ქონებას კი როგორც საკუთარ ქონებას.