უძრავი ქონების სერვისები

ყველა სახის მომსახურება თქვენი აქტივებისათვის

დეველოპერული სერვისები

დეველოპერული სერვისების ჯგუფი კომპლექსურად ახდენს პროექტის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემუშავებას კორპორატიული კლიენტების, ინსტიტუციონალური ინვესტორების, უძრავი ქონების მესაკუთრეებისა და მეწარმეებისათვის.

საბროკერო სერვისები მეიჯარეებისათვის

ჩვენ ვიაზრებთ, რომ ნებისმიერი პროექტის მთავარი მიზანი ინვესტორებისათვის ღირებულების შექმნაა. შესაბამისად, ჩვენი სალიზინგო აქტივობები სცდება ტრადიციულ საბროკერო საქმიანობას და აქტივების მართვის მიდგომას ეფუძნება.

საინვესტიციო სერვისები

Colliers International Georgia-ს ინვესტიციების სპეციალისტთა ჯგუფი სიღრმისეულად სწავლობს როგორ დააჩქაროს თქვენი ფინანსური პორთფელის ზრდა უძრავი ქონების შესყიდვის, საკუთრებაში არსებობის და განკარგვის შემთხვევაში.

პროექტების მართვის სერვისები

Colliers-ის პროექტების მართვის ჯგუფის სახით თქვენ გეყოლებათ ერთი პასუხისმგებელი ორგანო ყველა სახის სარემონტო, დეველოპერული და სამშენებლო პროექტებისათვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვუზრუნველყოთ პროექტის ტექნიკური ზედამხედველობა.

უძრავი ქონების მართვის სერვისები

უძრავი ქონების ინდუსტრიაში ინსტიტუციონალური აქტივებისა და ქონების მართვისადმი ჩვენი მიდგომა უნიკალურია. ჩვენი რესურსები საშუალებას გვაძლევს უძრავი ქონება ვმართოთ მაღალი სტანდარტებით და შედეგად მაქსიმალურად გავზარდოთ აქტივების ღირებულება.

შეფასებისა და კონსულტაციის სერვისები

ისტორიულად, შეფასების სერვისებს არასდროს არ ჰქონია ისეთი მნიშვნელოვანი როლი ბიზნეს გარემოში, როგორც დღეს. უძრავი ქონების ღირებულების ზუსტი და დასაბუთებული შეფასება განსაზღვრავს რამდენად მიღწევადი ან წარუმატებელი შეიძლება იყოს კონკრეტული მიზანი - სესხის დამტკიცება, ქონების გაყიდვა, საუკეთესო აქტივის შერჩევა.

ბაზრის კვლევა

Colliers International Georgia-ს ბაზრის კვლევის ჯგუფი კლიენტებს სთავაზობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ანალიტიკური მეთოდები კლიენტს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეხმარება, რის საფუძველზეც ხდება შესაძლებლობების, საფრთხეების და ბაზრის ცვალებადობის პირობებში სხვადასხვა სცენარების გაანალიზება.

Georgia
მ. ალექსიძის ქ. N 12 King David ბიზნეს ცენტრი 11 სართული თბილისი 0171 საქართველო | ტელ: +995 32 222 4477