სიახლეები

სიახლეები

სითი მოლის განვითარების გეგმა

უძრავი ქონების სერვისების კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაო მოიცავს არსებული სავაჭრო ცენტრის გეგმარების და მოიჯარეების მიქსის შესწავლას, დაგეგმილი დეველოპმენტის გეგმარების და ცირკულაციის ანალიზს, ობიექტის მიმდებარედ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესწავალას და რეკომენდაციებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში Colliers International Georgia-მ თბილისის  სავაჭრო ცენტრების ბაზრის შესწავლა და განსავითარებელი კონცეფციის შეთავაზებაც წარმოადგინა.

„სითი მოლი საბურთალო“ ქალაქის ცენტრში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იქნება, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებული ბრენდების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს მომხმარებელს. გამომდინარე იქიდან, რომ განვითარების გეგმა საკმაოდ კომპლექსური სამუშაოების ჩატარებას საჭიროებდა, ასეთი ტიპის დაგეგმვის დროს კი, საკმაოდ მაღალია შეცდომის ალბათობა, გადავწყვიტეთ ამ დარგის ექსპერტებთან გვეთანამშრომლა. Colliers International Georgia-ს გუნდი დაგვეხმარა გეგმარების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოიჯარეთა მიქსის შექმნაში.“ - განაცხადა კომპანია  IG Development Georgia-ს დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ.

საბოლოო ანგარიში მოიცავდა სამომავლო სავაჭრო ცენტრის მოიჯარეთა კატეგორიების მიქსს, ბრენდ მიქსს და  სავაჭრო ობიექტების განაწილებას სავაჭრო ცენტრის თითოეულ სართულზე.

“აღნიშნულ პროექტში, გეგმარების და ცირკულაციის ანალიზის ნაწილში, ჩართული იყო  Colliers International-ის ბრიტანული გუნდიც. კოლიერსის ქართული ოფისი აქტიურადთანამშრომლობთ ლონდონის და სხვა დასავლურ ოფისებთან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უახლესი ტენდენციების და ექსპერტიზის დასანერგად“ –  აღნიშნა კოლიერსის დეველოპმენტ ქონსალთინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლევან გვარამაძემ.

„სითი მოლი საბურთალო“-ს გაფართოების პროექტი დაახლოებით 45 ათას კვ.მ-ს ითვლის. რაც ჯამში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 56 ათას კვ.მ სავაჭრო სივრცეს ქმნის. სავაჭრო ფართები 3 სართულზე განლაგდება, ხოლო მეოთხე სართული მთლიანად დაეთმობა გართობის და საკვებ ობიექტებს. დაგეგმილი სავაჭრო ცენტრის პარკინგი 1,250 მანქანაზე იქნება გათვლილი. გაფართოების სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.


უკრაინის უძრავი ქონების დაჯილდოება

აღმოსავლეთ ვეროპის უძრავი ქონების ფორუმი და დაჯილდოება EEA Forum 23 ნოემბერს უკრაინაში, კიევში გაიმართა.  წელს ფორუმმა  რეგიონიდან 250 სტუმარს მოუყარა თავი, მათ შორის იყვნენ დეველოპერები, სფეროს სპეციალისტები, ინვესტორები და  საფინანსო ინსტიტუციების წარმომადგენლები.

EEA ფორუმის და დაჯილდოების მონაწილე ქვეყნებია: უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, მოლდოვეთი და საქართველო. წელს ნომინანტებს შორის იყო რამდენიმე ქართული კომპანიაც.  მათგან რამდენიმე Colliers International Georgia-ს მსგავსად საქართველოში ჯილდოებით დაბრუნდა.

Colliers International Georgia ფორუმზე  საპატიო სტუმრის სტატუსით უკვე მესამე წელია სარგებლობს,  ასევე წარმოდგენილია ჟიურიშიც. წელს კომპანიამ დაჯილდოებაშიც გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება და წლის საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.

Colliers International Georgia დეველოპმენტ ქონსალთინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს მიმართულებაა. ბოლო წლების მანძილზე კომპანიამ 30 ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტში მიიღო მონაწილეობა,  რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობაც 1.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

URE Awards URE Awards URE Awards URE Awards URE Awards
Georgia
მ. ალექსიძის ქ. N 12 King David ბიზნეს ცენტრი 11 სართული თბილისი 0193 საქართველო | ტელ: +995 32 222 4477