უძრავი ქონების სერვისების კომპანიის მიერ მომზადებული ანგარიშის თანამხმად, თბილისში Airbnb-ზე განცხადებების რაოდენობა 2017 წელს საგრძნობლად, 70%-ით, გაიზარდა და 9,679 შეადგინა. თბილისის Airbnb-ის საშუალო დღიური განაკვეთი 43 აშშ დოლარია.

2017 წელს Airbnb-ზე ჯამური განცხადებების 50 % დაიდო მასპინძლების მიერ, რომელთაც მხოლოდ ერთი ქონება აქვთ წარმოდგენილი, ხოლო განცხადებების 32 % განთავსდა მფლობელების მიერ, რომლებსაც  ორზე მეტი შეთავაზება აქვთ. 2017 წელს, მასპინძლების 10%-ს ჰქონდა ორზე მეტი შეთავაზება, რაც, შესაძლოა, Airbnb-ის პლატფორმის პროფესიული მიზნებით გამოყენებაზე მიუთითებდეს.

Airbnb-ის მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით შემდეგი უბნები სარგებლობდა:  მთაწმინდა, საბურთალო და ჩუღურეთი. დაჯავშნილი დღეების 78% ამ უბნებზე მოდის.

„ჩვენი მოლოდინია, რომ მომდევნო წლებში Airbnb-ზე განცხადებების რაოდენობა მოიმატებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას სასტუმროების ბაზარზე“- აცხადებს Colliers International Georgia-ს კვლევის ანალიტიკოსი ნინო მაკასარაშვილი.

იხილეთ მიმოხილვა