Colliers International Georgia უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიაა, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებს დეველოპერებს და ინვესტორებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო მასშტაბით. კომპანიის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სერვისი, კორპორატიული ბროქერიჯი, უძრავი ქონების კვლევა, ქონსალთინგი და შეფასება წარმოადგენს. ჩვენი მომსახურების ძირითადი ბიზნეს სექტორებია:

  • ოფისები
  • ინდუსტრიული და ლოჯისტიკური სექტორი
  • რითეილი
  • სასტუმრო

Colliers International- ის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში. ჩვენ კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ 66 ქვეყანაში, 554 ოფისში მომუშავე 16,000 პროფესიონალის გამოცდილებითა და ექსპერტიზით.

ჩვენი საქმისადმი მიდგომა ეფუძნება ინოვატორულ, კრეატიულ აზროვნებას და ურთიერთთანამშრომლობას გუნდის წევრებთან და კლიენტებთან, რათა ერთად დავაჩქაროთ კლიენტის და ჩვენი ბიზნესის წარმატება.